вторник, 21 июня 2016 г.

დღე მე-9 ვიმუშავე პრეზენტაციებზე .ტრენინგზე შევისწავლე პროექტებზე მუშაობა ტექნოლოგიების დახმარებით .გავიგე ბევრი ახალი და საინტერესო რომელსაც გამოვიყენებ გაკვეთილის დაგეგმვის დროს მოსწავლეები ცოდნასთან ერთად იძენს თუ როგორ მართოს თავისი ცოდნა შეფასოს საკუთარი ცოდნა .

понедельник, 20 июня 2016 г.

დღე-8

დღე იყო დატვირთული, ვიმუშავე და განვიხილე მოდული მეშვიდის მონაცემებზე, ვისწავლე როგორ გავუწიო კლასს დახმარება ტექნოლოგიების სწორად და მიზანმიმართულად გამოყენებაში. შევქმენი დოკუმენტაცია, პრეზენტაციისა და ვებ-რესურსის შესახებ.
ვისწავლე drive-დან პორტფოლიოს მიბმა და შიგ სხვადასხვა მასალების ატვირთვა, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?

воскресенье, 19 июня 2016 г.

დღე მეშვიდე
დგეს გავეცანი შეფასების რუბრიკების ბიბლიოთეკას, ასევე გავეცანი როგორ მივაღწიო კლასში წარმატებას და რამდენად მნიშნელოვანია სწორად მიწოდებული დავალებები.როგორ გამოვიყენო გარდნერისა და ბლუმის მატრიცა კლასში მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომებისათვის.

суббота, 18 июня 2016 г.

დღე მეექვსე
დღევანდელი დღეც იყო საინტერესო, დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი და მოსწავლის როლში ვასრულეთ დავალება, რომელმაც დაგვანახა პროექტზე მუშაობისას როგორ სიღრმისეულად ასრულებს მოსწავლე ამ დავალებას. ამ გზით მოსწავლე უფრო ხალისიანად და საინტერესოდ იმუშავებს ნებისმიერ თემაზე.

воскресенье, 5 июня 2016 г.

დღე-5
დღევანდელმა დღემ დამაფიქრა  სასწავლო პროცესში ინტერნეტის გამოყენების აუცილებლობაზე. გავეცანი ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებებს და ინსტრუმენტებს, რამაც დაამარწმუნა მის ეფექტურობაში და შევეცდები დავნერგო ის სასწავლო პროცესში მოსწავლეთა  ჩართულობისა და გააქტიურებისათვის. ვისაუბრე საავტორო უფლებების დაცვაზე, ნამდვილად არ მეგონა ის რასაც დღემდე ვაკეთებდი პლაგიატიზმი თუ იყო და საავტორო უფგლებებს ვარღვევდი. დღეიდან კი ჩემს მოსწავლეებსაც ავუხსნი რამდენად ცუდი საქციელია სხვის ნაშრომის მითვისება ონლაინში რომელსაც საქართველო თითქმის არცერთი თინაიჯერი არ აქცევს ყურადღებას. ეს იყო ჩემი უკუკავშირი დღეანდლტან ამით მინდა ვთქვა ისიც რომ უკუკავშირი უმნიშნელოვანესი პროცესია და მით უმეტეს თუ ის ეფექტურია. მე კი სულ ეფექტურუ უკუკავსირს ვღებულობ როგორცვ ჯგუფის წევრების ასევე ტრენერისაგნ




დღე მეოთხე
 თანდათან უფრო მრავლისმომცველი ხდება ჩვენი ტრენინგი, საკვანძო კითხვების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო სტანდარტების ინდუკატორები ანუ შეფასების მიმართულებები-მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება,დროში გაწერილი შეფასების  გეგმის შექმნა, შეფასების დროის ჩარჩო. განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი. ზალიან საინტერესო იყო დღე მეოთხე.

суббота, 4 июня 2016 г.

დღე მესამე
 იყო ძალიან საინტერესო, ღირებული და ამავდროულად რთულიც. პროექტის გეგმას დავამატეთ მიმართულების მიმცემი კითხვები, თუ რა როლი აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად მაპროვიცირებელია, რას გვაძლევს. მოსწავლე როგორ ჩაერთვება ამ კითხვების მეშვეობით ამ პროექტში და ა. შ.


воскресенье, 29 мая 2016 г.

დღე მეორე
დღეს ძალიან საინტერესო ტერენინგი გვქონდა. გავეცანით პროექტის მახასიათებლებს: ბუკლეტის მომზადება, გაზეთის შექმნა, პიარი, პუბლიკაციის მიზანი. გავიგე თუ რამდენად აუცილებელია ეს ყველაფერი თანამედროვე სწავლებისთვის.